განახორციელეთ YouTube ძებნა მიმდინარე ვიდეოს გათიშვის გარეშე [ქრომი]

 

YouTube საუკეთესო წყაროა ვიდეობის საყურებლად. მიუხედავად იმისა თუ რას უყურებთ, თქვენ ყოველთვის ცდილობთ იპოვოთ მიმდინარე ვიდეოს მსგავსი მეტი ვიდეოები. მართალია YouTube გვთავაზობს მსგავსი ვიდეოების სიას, თუმცა შეიძლება თქვენ ვიდეოს მოძებნა სახელით დაგჭირდეთ, ეს კი ცოტათი არასასოამოვნოა. YouTube ძალიან კარგი საიტია თუმცა, თუ რომელიმე ვიდეო ყურებისას მოგინდებათ სხვა ვიდეოს მოძებნა, თქვენ ან ახალ ჩანართშუ უნდა გახსნათ YouTube, ან შეწყვიტოთ მიმდინარე ვიდეოს ყურება. YT Background Search არის ქრომის გაფართოება რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ მოძებნოთ ვიდეობი იმავე ჩანართში სადაც ვიდეოს უკვე უყურებთ ისე რომ ვიდეოს ყურების შეწყვეტა არ მოგიწევთ. გაფართოების ძებნის ღილაკზე დაწკაპუნებისას, ჩანართი იყოფა ორ ნაწილად, ზედა პანელი გამოყენებულია ძებნისათვის და ძებნის შედეგებისთვის, ხოლო ქვედა პანელი უკვე ჩართული ვიდეოსათვის.

დაყენების შემდეგ, გაფართოება YouTube-ს ინტერფეისს ამატებს ღილაკს სახელად “BG Search”. ღილაკი ჩნდება მხოლოდ ვიდეოს ყურებისას, ის არ ჩანს არც მთავარ გვერდზე და არც ძებნის შედეგების გვერდზე.

ვიდეოს ყურებისას, ჩაწერეთ ძებნის ფანჯარაში საძიებო სიტყვა და დააჭკაპუნეთ ღილაკზე “BG Search”. ჩანართი ორ ნაწილად გაიყოფა; ზედა ნაწილი გიჩვენებთ ძებნის შედეგებს, ხოლო ქვედა ნაწილში გაგრძელდება უკვე ჩართული ვიდეოს დაკვრა.

დაყენება: YT Background Search (ქრომი)

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი