QupZilla – მარტივი მრავარპლატფორმული ბრაუზერი

მსოფლიოს ბრაუზერების მარკეტს Firefox, Google Chrome და Internet Explorer ლიდერობენ. თუმცა არსებობენ პატარა ბრაუზერები რომელთაც თითქმის იგივე (შესაძლოა რამდენიმე უკეთესი) ფუნქციების შემოთავაზება შეუძლიათ.

QupZilla სწორედ ასეთი ბრაუზერია. ეს არის, მლავარპლატფორმული Qt-ზე დაფუძნებული ვებ-ბრაუზერი, მას აქვს ძალიან კარგი ფუნქციები და იყენებს უფრო ნაკლებ რესურსებს ვიდრე Chrome ან Firefox.

მისი შემქმნელი არის ჩეხი სტუდენტი და ლინუქსის მომხმარებელი David Rosca. ბრაუზერს არ სჭირდება KDE-ს კომპონენტები – ამიტომ ის არის იდეალური ვარიანტი წარმადობის და ადგილის მოხმარების მხრივ.

 

ფუნქციები

Qupzilla-ს მარკეტის ლიდერებისგან განსხვავებით თავიდანვე მოყვება რამდენიმე გამოსადეგარი ფუნქცია, ესენია:

  • სისტემური შესახედაობა + თემების მხარდაჭერა
  • ერთ ფანჯარაში მოქცეული ისტორია, სანიშნების მმართველი და RSS წამკითხველი
  • ინტეგრირებული AdBlock
  • პირადი ბრაუზინგი
  • სწრაფი გამოძახება
  • კონფიგურირებადი სამომხმარებლო ინტერფეისი
  • საძიებო სისტემები
  • სანიშნების შემოტანა Chrome-დან Firefox-იდან და Opera-დან
ჩადგმული სწრაფი გამოძახებას არის ძალიან ლამაზი და გააჩნია ყველა საჭირო ფუნქცია, მას აქვს გადათრევა & დაგდების, საიტის ესკიზის შექმნის, და კიდევ ბევრი საჭირო ფუნქცია.
საიტების ჩანიშვნა ხდება Chrome-ს მსგავსად. უბრალოდ დააწკაპუნეთ ვარსკვლავზე და საიტი ჩაინიშნება, თქვენ ამ ვარსვკავის გამოყენებით ასევე შეგიძლიათ სწრაფ გამოძახებაზე დაამატოთ საიტები.

პარამეტრების ფანჯარა გამოვსებულია ფუნქციებით. ის ასევე შეიცავს ძალიან კარგ ფუნქციებს კონფიდენციალურობის დასაცავად.

 
თუმცა იმის გამო რომ ეს ბრაუზერი საკმაოდ ახალია შესაძლოა რამდენიმე ხარვეზს გადააწყდეთ. მისი მთავარი ხარვეზი მოულოდნელად დახურვაა. თუმცა ყოველი განახლების შემდეგ უფრო და უფრო მეტი პრობლემა გვარდება და ყველაფრი უკეთესობისკენ მიდის.

Qupzilla-ს დაყენება Windows-ის და Linux-ის მომხმარებლებს შეგიძლიათ.

P.S. როგორც თვითონ ბრაუზერი ასევე საიტიც ნათარგმნია ქართულ ენაზე, საიტზე უკვე დამატებულია ხოლო ბრაუზერს ახალი ვერსიის შემდეგ დაემატება ქართული ენა.

ჩამოსატვირთი ვებ-გვერდი 

 

რას ფიქრობთ მოგწონთ Qupzilla? გამოიყენებთ მას ცნობილი ბრაუზერების ნაცვლად?

 

  1. საინტერესო პოსტია და დავინტერესდი ამ ბრაუზერით, განსაკუთრებით უცნაურია ქართული ენა რომ მოყვება.

    დაახლოებით როდის უნდა ველოდეთ ქართულის დამატებას ბრაუზერში?

    პ.ს. ნამდვილად კაი საქმე გააკეთე ქართული რო ჩაამატე🙂

    • მადლობა🙂. ჯეჯრჯერობით არ არის ცნობილი ახალი ვერსიის გამოსვლის თარიღი, თუმცა არამგონია ძალიან მალე გამოვიდეს, ბოლო ვერსია სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოვიდა.

  2. ხო, ჯერ მაშინ არ გამოვა კაი ხანი

  3. ვაა რა საინტერესოა!😉

    • L
    • March 19th, 2012

    ვნახავ აუცილებლად!

    • L
    • March 19th, 2012

    ramainteresebs,sxva temas ver davayeneb? an ver gadmovwer chemi gemovnebit ro shevarchio?

    • ახალი ბრაუზერია და ჯერ მხოლოდ ოთხი თემა არის შექმნილი. იმედი მაქვს ვინმე შექმნის ახალ თემებს🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: