ტორენტის სახელმძღვნელო დამწყებთათვის


იმის მიუხედავად რომ BitTorrent ათ წელზე მეტია არსებობს, ფაილების გაზიარების ეს საუკეთესო გზა მაინც არ არის ბევრისთვის ცნობილი.

რა არის ის

BitTorrent არ არის პროგრამა. ეს არის ფაილების ჩამოტვირთვის მეთოდი, დანაწილებული, ერთდონიანი ფაილების გაზიარების სისტემით. პროგრამებს რომელთაც ჩვენ BitTorrent პროტოკოლით ფაილების ჩამოსატვირთად ვიყენებთ ეწოდებათ BitTorrent კლიენტები.

როგორ მუშაობს ის

BitTorrent პროტოკოლს უნიკალურს ხდის ის რომ ის ანაწილებს ფაილებს ყველა იმ მომხმარებელს შორის რომელთაც უკვე ჩამოტვირთეს ფაილი ან ჩამოტვირთვის პროცესში არიან. BitTorrent ფაილებს ყოფს ასობით პატარა ნაწილად და ასე ავრცელებს მას, ამის გამო თქვენ არ გიწევთ ფაილის ბოლომდე ჩამოტვირთვა რათა ფაილის გაზიარება დაიწყოთ. მაშინვე როცა ფაილის ერთი ნაწილი მაინც გექნებათ, თქვენ შეგიძლიათ ამ ნაწილის გაზიარება სხვა მომხმარებლებისთვის. სწორედ არის BitTorrent ასეთი სწრაფი; თქვენი BitTorrent კლიენტი (ჩამოტვირთვის ბოლომდე დასრულებისთვის დალოდების ნაცვლად) ფაილის გაზიარებას იწყებს მაშინვე როცა მისი ერთი ნაწილი მაინც ექნება.

იმისათვის რომ რაიმე ჩამოტვირთოთ თქვენ პირველ რიგში უნდა იპოვოთ და ჩამოტვირთოთ ტორენტ ფაილი (რომელიც იყენებს .torrent გაფართოებას) შემდეგ კი გახსნათ ის BitTorrent კლიენტის გამოყენებით. ტორენტ ფაილი არ შეიცავს თქვეს ფაილს. თუმცა, ის შეიცავს ინფორმაციას რომელიც თქვენს BitTorrent-ს ეუბნება თუ სად იპოვოს პირები რომელბიც აზიარებენ ან ტვირთავენ იგივე ფაილს.

როგორ ვიპოვოთ და ჩამოვტვირთოთ ფაილი BitTorrent-ის გამოყენებით

ახლა კი რახან უკეთესი წარმოდგენა გაქვთ BitTorrent-ის და მისი პროცესების შესახებ, მოდით გადავიდეთ BitTorrent-ის გამოყენებაზე.

პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ BitTorrent კლიენტის ჩამოტვირთვა (პროგრამა რომელიც აკონტროლებს თქვენს BitTorrent ჩამოტვირთვები).

რეკომენდებული კლიენტები:

uTorrent ვინდოუსი/მაკი
Transmission მაკი
Vuze ან KTorrent ლინუქსი (Vuze არის ყველა პლატფორმისთვის ანუ თქვენ მისი გამოყენება შეგიძლიათ ვინდოუსზეც და მაკზეც.)

მოძებნეთ კარგი ტორენტი. ინტერნეტში ძალიან ბევრი კარგი ტორენტ საიტის პოვნა შეიძლება.

რეკომენდებული საიტები:
The Pirate Bay
Mininova
isoHunt
btjunkie
Demonoid (Demonoid არის მხოლოდ წევრებისთვის, თუმცა შეგიძლიათ მოსაწვევი იშოვოთ და მისი გამოყენებით დარეგისტრირდეთ.)

ცადეთ ამ სიიდან ნებისმიერი საიტი. საიტზე შესვლის შემდეგ გამოიყენეთ საძებნი ველი და ჩაწერეთ ის სიტყვა რომლის მოძებნაც გსურთ. თქვენ წესით რამდენიმე შედეგს მიიღებთ, მაგრამ თქვენ უნდა აირჩიოთ ის ტორენტი რომელსაც ყველაზე მეტი სიდერი ყავს (აღნიშნულია თითქმის ყველა BitTorrent ძებნის შედეგბში). სიდერები არის ხალხი რომელთაც უკვე სრულიად ჩამოტვირთეს ფაილი და აზიარებენ მას. რაც უფრო მეტი სიდერი ყავს ტორენტს, მით უფრო სწრაფი იქნება მისი ჩამოტვირთვის სიჩქარე. ზოგიერთი საიტი ასევე გთავაზობთ სიცოცხლის მზომავს, რომელიც ზომავს სიდერების და პირების შეფარდებას.

ჩამოტვირთეთ ტორენტი. კარგი და ჯანმრთელი ტორენტის პოვნის შემდეგ, მოძებნეთ ჩამოსატვირთი ბმული და ჩამოტვირთეთ ტორენტი. თქვენი ბრაუზერი შეგეკითხებათ თუ რისი გაკეთება გსურთ, დარწმუნდით რომ ტორენტ ფაილს გახსნით იმ BitTorrent კლიენტით რომელიც ზემოთ ჩამოტვირთეთ.

თქვენი BitTorrent კლიენტი გახსნის ტორენტს და (სავარაუდოდ) შეგეკითხებათ თუ სად გსურთ ფაილ(ებ)ის შენახვა. აირჩიეთ სასურველი ადგილმდებარეობა დადააწკაპუნეთ ღილაკს OK. სულ ეს არის; თქვენი ფაილის ჩამოტვირთვა დაიწყება.

თუ თქვენი ჩამოტვირთვის სიჩქარე არ მოგწონთ, ცოტა მოიცადეთ. ზოგჯერ შესაძლოა უმაღლეს სიჩქარეზე ასვლას რამდენიმე წუთი დასჭირდეს. თუ სიჩქარე მაინც არ იმატებს შეეცადეთ იპოვოთ ისეთი ტორენტი რომელსაც უფრო მეტი სიდერი ეყოლება.

სულ ეს არის?

კი, სულ ეს არის. თქვენ ალბათ ძირითადი წარმოდგენა შეგექმნათ თუ როგორ ხდება ფაილების ჩამოტვირთვა BitTorrent-ის გამოყენებით. თქვენ მეტის გაკეთებაც შეგიძლიათ, მაგალითად, შეგიძლიათ ტორენტებისთვის სიჩქარის მომატება, ყველა ფაილის ნაცვლად მხოლოდ არჩეული ფაილების ჩამოტვირთვა, თქვენი ინტერნეტის გამტარუნარიანობის რეგულირება, და ა.შ. მაგრამ ამ სახელმძღვანელოში გაიგებთ თუ როგორ დაიწყოთ მისი გამოყენება.

ასევე ეცდეთ რომ BitTorrent საზოგადოებაში შეინარჩუნოთ კარგი პოზიცია, თქვენ ყოველთვის უნდა ეცადოთ რომ ატვირთოთ იმდენი რამდენსაც ჩამოტვირთავთ. თითქმის ყველა BitTorrent კლიენტი აღწერს თქვენი ატვირთვა/ჩამოტვირთვის შეფარდებას, და თქვენ უნდა ეცადოთ გააგრძელოთ ფაილის გაზიარება მანამ, სანამ შეფარდება არ მიაღწევს 1-ს, ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ სუფთა სინდისით წაშალოთ ის ტორენტ კლიენტიდან (ფაილი დარჩება თქვენს კომპიუტერში, თქვენ უბრალოდ შეწყვეტთ მის გაზიარებას).

იმედი მაქვს გაიგეთ თუ როგორ გამოიყენოთ BitTorrent-ი, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან რჩევა შეგიძლიათ არ მოგერიდოთ.

  1. jumberi arasdros asiderebs blad

    • achiko
    • July 21st, 2012

    gaixare, gamomadga magrad. madloba

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: