როგორ მოვაგვაროთ ქრომის განახლების პრობლემა

შესაძლებელია რომ Google Chrome-ს “About Google Chrome” ფანჯარის გახსნისას თქვენ შეგექმნათ განახლებების პრობლემა. ჩაინიშნეთ შეცდომის შეტყობინება და წაიკითხეთ მეტი ამა თუ იმ შეცდომის და მათი მოგვარების გზების შესახებ:

Update server not available (error: 1)

Error 1 ნიშნავს რომ Google Chrome-ს განახლება ვერ მოხდება მის მიმდინარე ადგილმდებარეობაში.

თავიდან, About Google Chrome ფანჯრიდან შეამოწმეთ Google Chrome-ს რომელ ვერსიას იყენებთ.

თუ ფანჯარაში დაინახავთ წარწერას “Google Chrome,” მაშინ განახლების მარცხის მიზეზი შეიძლება იყოს Google Chrome-ს ფაილების საინტსალაციო მდებარეობიდან სხვა ადგილას გადატანა. ასეთი კონფიგურაციის შემთხვევაში განახლება ვერ მოხდება. ამის მოგვარება შესაძლებელია ფაილიების საწყის დირექტორიაში დაბრუნებით. თუ ფაილები არსად გადაგიტანიათ, მაშინ ცადეთ Google Chrome-ს წაშლა და ხელახლა დაინსტალირება.

თუ ფანჯარა “Google Chrome”-ს ნაცვლად სხვა წარწერას გიჩვენებთ (მაგ. “Chromium”), მაშინ ეს შეცდომა მოსალოდნელია. განახლებების მხარდაჭერა მხოლოდ Google Chrome-ს აქვს.

Chromium რჩება ისეთევი როგორსაც საწყისი კოდის სახით ჩამოტვირთავთ.

Update server not available (error: 3)

Error 3 ნიშნავს რომ Google Update-სთან კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა. ცნობილია ამის გამომწვევი ორი მიზეზი:

1) თქვენ იყენებთ Vista-ს ან 7-ს და თქვენ მონიშნული გაქვთ რომ Google Chrome ყოველთვის გაეშვას ადმინისტრატორის სახელით.

ეს Google Chrome-ს ავტო-განახლების მექანიზმის ცნობილი პრობლემაა და მისი მოგვარება უბრალოდ Chrome-ს ჩვეულებრივი მოხმარებლის სახელით გაშვებით შეიძლება. (უსაფრთხოების მიზნით არ არის რეკომენდებული Google Chrome-სთვის ადმინისტარტორის პრივილეგიების მინიჭება).

2) Google Update არ არის სწორად რეგისტრირებული.

ამის მოსაგვარებლად, დარწმუნდით რომ GoogleUpdate.exe არსებობს იმ მდებარეობაში რომელიც Windows Registry Editor-შია მითითებული.

ამისათვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტუქციას.

გახსენით Start მენიუ > Run.

ჩაწერეთ regedit.

დააწკაპუნეთ ღილაკს “კარგი”. უნდა გამოჩნდეს Registry Editor.

მარცხნივ მდებარე სიაში გადადით შემდეგ მდებარეობაში:

HKEY_CLASSES_ROOT\CLSID\{2F0E2680-9FF5-43C0-B76E-114A56E93598}\LocalServer32

“Default” ღირებულება უნდა ემთხვეოდეს თქვენი GoogleUpdate.exe ან GoogleUpdateOnDemand.exe ფაილის მდებარეობას. დარწმუნდით რომ GoogleUpdate.exe არსებობს მოცემულ მდებარეობაში.

თუ ამ მდბარეობაში GoogleUpdate.exe არ არის, ცადეთ Google Chrome-ს წაშლა და ხელახლა დაყენება.

თუ GoogleUpdate.exe ან GoogleUpdateOnDemand.exe არსებობს სხვა მდებარეობაში, დააწკაპუნეთ ‘Default’ ღირებულებას მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Modify. შეიყვანეთ სწორი მდებარეობა და დარწმუნდით რომ ამისათვის ბრჭყალებს იყენებთ, მაგ: “C:\Documents and Settings\%მომხმარებლისსახელი%\Local Settings\Application Data\Google\Update\GoogleUpdate.exe(ან GoogleUpdateOnDemand.exe)”

თქვენ ასევე შეგიძლიათ ცადოთ Google Chrome-ს ალტერნატიული ინსტალატორის გამოყენებით დაყენება.

Update server not available (error: 7)

Error 7 ნიშნავს რომ განახლება წარმატებით ჩამოიტვირთა, მაგრამ მისი სწორად დაყენება ვერ მოხერხდა.

ცადეთ თქვენი კომპიუტერის გადატვირთვა. შემდეგ გახსენით Windows Task Manager და შეამოწმეთ პროცესების სიაში გაშვებულია თუ არა GoogleUpdate.exe ან GoogleUpdateOnDemand.exe. თუ გაშვებულია, ცადეთ ბრაუზერის გამოყენებით ხელახლა განახლება. თუ შეცდომა ვერ გამოსწორდა ცადეთ Google Chrome-ს ხელახლა დაყენება (http://www.google.com/chrome)

განახლებების შემოწმება მუდმივად გრძელდება

თუ თქვენ ხედავთ შეტყობინებას “Checking for updates” და პატარა ხატულას რომელიც მუდმივად ბრუნავს, ეს ნიშნავს რომ Google Update ვერ ახერხებს Google Chrome-სთან კავშირის დამყარებას. დარწმუნდით რომ თქვენ იყენებთ Google Chrome-ს უახლეს ვერსიას.

მე ვერ ვხედავ ვერანაირ შეცდომის/მდგომარეობის შეტყობინებას

თუ თქვენ გახსნით About ფანჯარას და დაბლა ვერ ხედავთ ვერანაირ შეტყობინებას (მაგ. “Checking for updates”), ეს ნიშნავს რომ მოთხოვნილი განახლებები გამორთულია.

დარწმუნდით რომ თქვენ იყენებთ Google Chrome-ს უახლეს ვერსიას.

თუ თქვენ Vista-ს იყენებთ, ასევე დარწმუნდით რომ თქვენ სისტემაზე:

დაყენებულია Windows Vista SP1 (ან უფრო ახალი)

User Account Control (UAC) ჩართულია

    • DON
    • October 30th, 2011

    eror 3 აქვს ჩემს ქრომს მაგრამ რეგისტრიში რაც შენ დაწერე იმ ფაილებს საერთოდ ვერ ვპოულობ,არ აქვს HKEY_CLASSES_ROOT\CLSID\ აქამდე მივედი შემდეგი ფაილი კი არ არის

    • პირველ რიგში კიდევ ერთხელ გადაამოწმე ხომ არ გამოგრჩა. თუ დარწმუნდი რომ არ არის მაშინ ქრომის წაშლა და ხელახლა დაყენება ცადე.

        • DON
        • October 31st, 2011

        ara ar gamommrchenia,xo sxva ra gza maqvs

  1. ჩემთან Install Plug-in–ს მიწერს ზემოთ, ვაჭერ და არაფერს შვება. რა ვუყო?

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: