როგორ გავააქტიუროთ Facebook Timeline ახლავე


რამდენიმე დღის წინ Facebook-მა წარადგინა Timeline, ეს არის ფუნქცია რომელიც აჩვენებს ყველაფერს რაც თქვენი Facebook-ზე დარეგისტრირების შემდეგ მოხდა. ის თქვენი ცხოვრების წიგნს გავს.

Facebook-მა განაცხადა რომ Timeline მალე ჩაერთვება ყველა მომხმარებელს უახლეს მომავალში…

ეს კარგია, თუმცა ჩვენ მისი ჩართვა ახლავე შეგვიძლია.

საბედნიეროდ, Timeline-ს ჩართვა არც ისე ძნელია.

შენიშვნები:

– ელოდეთ შეცდომებს. ვინაიდან Timeline- ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ფუნქციაა.

– თავიდან მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ თქვენი timeline-ს დანახვა, შემდეგ კი ის ავტომატურად გახდება სახალხო.

– როგორც ჩანს თუ სხვა კომპიუტერით შეხვალთ Facebook-ში, Timeline ავტომატურად ითიშება ყველა კომპიუტერისთვისs. თუ ასე მოხდა თქვენ შეგიძლიათ timeline-ს დაბრუნება მოცემულ ბმულზე გადასვლით http://www.facebook.com/თქვენიმომხმარებლისსახელი?sk=timeline

– თქვენ დაგჭირდებათ “შემოწმებული” ანგარიში, ანუ თქვენ დაგჭირდებათ თქვენი საკრედიტო ბარათის ან მობილური ტელეფონის გამოყენება.

როგორ უნდა გავააქტიუროთ Timeline:

1. შედით Facebook-ში

2. ჩართეთ დეველოპერული რეჟიმი, თუ უკვე არ გაგიკეთებიათ ეს. ამისთვის საძებნ ველში ჩაწერეთ “developer”, დააწკაპუნეთ პირველ შედეგზე (ეს უნდა იყოს Facebook-ის მიერ დამზადებული პროგრამა რომელსაც რამდენიმე ათასი მომხმარებელი ყავს) და დაამატეთ პროგრამა.

3. გადადით დეველოპერის პროგრამაში (თუ Facebook-მა ავტომატურად არ გადაგიყვანათ თქვენ ამის გაკეთება მარცხნივ მდებარე ხელსაწყოების ზოლიდან შეგიძლიათ)

4. შექმენით ახალი პროგრამა (არ ინერვიულოთ — მას თქვენს გარდა ვერავინ დაინახავს/გამოიყენებს). დაარქვით თქვენ პროგრამას რაიმე სახელი. დაეთანხმეთ პლატფორმის კონფიდენციალურობის დებულებას. ეს ის ნაბიჯია სადაც “შემოწმებული” ანგარიში გჭირდებათ.

5. დარწმუნდით რომ თქვენი ახალი პროგრამის მთავარი პარამეტრების გვერდზე ხართ. გვერდის თავში უნდა ეწეროს თქვენი პროგრამის სახელი

6. მოძებნეთ “Open Graph”, და დააწკაპუნეთ ბმულზე “Get Started using open graph”.

შექმენით საცდელი მოქმედება თქვენი პროგრამისთვის, მაგალითად “წიგნის” “წაკითხვა”, ან “სენდვიჩის” “ჭამა”

7. ამის შედეგად თქვენ მოხვდებით კონფიგურაციის გვერდზე. მოინახულეთ პარამეტრების სამივე გვერდი და თუ გსურთ შეცვალეთ პარამეტრები.

8. მოიცადეთ 2-3 წუთი

9. გადადით თქვენი Facebook-ის მთავარ გვერდზე. თქვენ აქ უნდა გელოდებოდთ მოსაწვავი რათა გამოცადოთ ახალი Timeline

მორჩა! თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ თქვენ უდნა გქონდეთ გააქტიურებული Timeline.

  1. xom ar icit facebookze stumrebi rogor unda vnaxot ?

    • შეუძლებელია, ფეისბუქმა პირობა დადო რომ არავის არ მისცემდა მაგის საშუალებას🙂

  2. ავატარი ;დ

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: