Chrome-ს მაღაზიის დიზაინი განახლდა


თუ დღეს Google Chrome Web Store-ს ეწვიეთ შეამჩნევდით რომ Google-მ სრულიად შეცვალა თავისი ინტერნეტ-მაღაზია. ახალ გვერდს აქვს პროგრამების, გაფართოებების და თემების მინიმალისტური სია.

გვერდი შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან. პირველი ეს არის გვერდითა ზოლი რომელსაც გადაყავხართ პროგრამების სხვადასხვა კატეგორიებში, გაფართოებებში და თემებში, მეორე მთავარი არე სადაც განთავსებულია დიდი სურათი და პატარა ინფორმაცია თითოეული პროგრამის, თემის თუ გაფართოების შესახებ. ბოლო ელემენტი კი საძებნი ველია სადაც თქვენთვის სასურველი გვერდების პოვნა შეგიძლიათ.

ზოგიერთ კატეგორია სხვანაირ სტილს იყენებს. მაგალითად ოჯახის კატეგორია დიდი ესკიზების ნაცვლად პატარა ხატულებს იყენებს რათა ერთ გვერდზე უფრო ბევრი პროგრამა დაეტიოს.

თითოეულ ნაჩვენებ გაფართოებას ან პროგრამას აწერია მისი სახელი და შეფასება. ესკიზზე მაუსის გადატარებისას თქვენ დაინახავთ მოკლე აღწერას და ღილაკს რომლითაც პირდაპირ შეგიძლიათ მისი ქრომში დამატება.

პროგრამაზე დაწკაპუნების შემდეგ იგივე გვერდზე, წინა პლანზე იხსნება პროგრამის გვერდი. გვერდი შეიცავს მიმოხილვას, ქულებს, შეფასებების რაოდენობას, დეტალებს, განხილვებს და ესკიზებს.

მაღაზიის ძველი დიზაინისგან განსხვავებით განხილვები საკუთარ ჩანართშია გადატანილი, და მათ სანახავად მაუსით ცოტა მეტი დაწკაპუნებების გაკეთება მოგიწევთ.

პროგრამების და გაფართოებების გვერდები ავტომატურად იტვირთებიან მას შემდეგ რაც მომხმარებელი მიმდინარე გვერდის ბოლოში ჩავა, ამიტომ საჭირო აღარ არის გვერდებზე ხელით გადასვლა.

გაფართოებები და თემები არის ორი კატეგორია რომელთაც თავიანთი კატალოგი აქვთ. როგორც ჩანს ამოღებულია პროგრამების პოპულარობით, უკანასკნელი განახლების თარიღით ან სხვა რომლიმე კრიტერიუმის მიხედვით დალაგების ფუნქცია.

Chrome Web Store-ს ახალი დიზაინი და განლაგება ოპტიმიზირებულია სენსორული მოწყობილობებისთვის. ახლად დამატებული ესკიზების დიდი სურათებით ძალიან გაადვილდა მათზე თითის დაჭერა.

უკვე შეხვედით ახალ Chrome Web Store-ში? თუ კი, რას ფიქრობთ ამ ცვლილებების შესახებ?

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: