Cantio – მოუსმინეთ Youtube-ს სიმღერებს Grooveshark სტილში


YouTube-ზე განთავსებულია ძალიან ბევრი მუსიკალური ვიდეო და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინტერნეტში ახალი სიმღერების აღმოსაჩენად და მოსასმენად. მაგრამ ამ საიტის დიზაინი უფრო ვიდეობის ყურებისთვის არის ოპტიმიზირებული და არა მუსიკის მოსასმენად.სწორედ ამ პრობლემის არსებობის გამო სამმა უნგრელმა დეველოპერმა იანოს გერამ, გიორგი კრუპამ და პიტერ ვისზტმა შექმნეს ვებგვერდი სახელად Cantio (რაც ლათინურად სიმღერას ნიშნავს). საიტი ხელმისაწვდომია ორ ენაზე, ინგლისურად და უნგრულად. Grooveshark-ისგან განსხვავებით, Cant.io-ს არა ჭირდება ახალი სიმღერების ატვირთვა რათა მომხარებელს ახალი სიმღერები შესთავაზოს, ამის ნაცვლად ის იყენებს უკვე არსებულ, უზარმაზარ ვიდეოთეკას რომელიც YouTube-ზეა ხელმისაწვდომი.

 

Cantio-ს ფუნქციები

 

Cantio-ზე სამოძრაოდ თქვენ მხოლოდ მარცხნივ განთავსებული პატარა მენიუ გჭირდებათ. ამ მენიუს გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ახალი სიმღერები და გახსანთ თქვენი რჩეული ვიდეოები და ფლეილისთები. Cantio ასევე გვთავაზობს ჩარტებს მომღერლებსა და სიმღერებისთვის.

მენიუ

ნებისმიერ სიმღერას რომელსაც მოუსმენთ დამატებული იქნება ჩანართში “ახლა იკვრება”, რომლის შესახედაობაც შეგიძლიათ შეცვალოთ და ან “სიაზე” დააყენოთ ან “ბადეზე”.

Now playing

მენიუში კიდევ რამდენიმე საინტერესო ჩანართია განთავსებული, მათ შორის არის Billboard-ის ტოპ 10 სიმღერის მაჩვენებელი ჩანართი, თქვენ შეგიძლიათ მოუსმნოთ ამ სიმღერებს, დაამატოთ რჩეულ სიმღერებში ან ფლეილისთში.

Top 10

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ საუკეთესო სიმღერების სია, რომელიც Last.fm-ის ჩარტებზეა დაფუძნებული.

Top artists

ამ სერვისის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია ის არის რომ ქვედა მარცხენა კუთხეში (სადაც მიმდინარე სიმღერაა ჩართული) ვიდეოზე ორჯერ დაწკაპუნებით თქვენ ვიდეოს ნახავთ გაზრდილი ზომით, ხოლო ალმობის გარეკანზე ორჯერ დაწკაპუნებით თქვენ ნახავთ ინფორმაციას მომღერლის შესახებ.

ინფორმაცია მომღერლის შესახებ

მუსიკის დაკვრისას, დაბლა განთავსებული დაკმვრელი საშუალებას გაძლევთ რომ გადაახტეთ სიმღერას ან დაბრუნდეთ წინა სიმღერაზე, დააპაუზოთ სიმღერა და აუწიოთ/დაუწიოთ ხმასe. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ გამეორების და არევის რეჟიმები და ჩართოთ “რადიო რეჟიმი”.

მმართველი ღილაკები

“რადიო რეჟიმი” არის ძალიან კარგი ფუნქცია რომელიც საშუალებას გაძლევთ მიმდინარე სიმღერის მიხედვით დაიკრას სხვადასხვა სიმღერები, ასე რომ Cantio არამარტო საყვარელი მუსიკის სმენის საშუალებას გაძელვთ არამედ მისი გამოყენება ახალი სიმღერების აღმოსაჩენადაც შეიძლება. Cantio-ს კიდევ ერთი ფუნქცია სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციაა. თქვენ შეგიძლიათ, სიმღერას რომელსაც უსმენთ, გააზიაროთ ia Facebook-ზე ან Twitter-ზე, ან დააკოპიროთ ბმული და ჩასვათ იქ სადაც გსურთ.

გაზიარება

Cantio-ს პარამეტრებში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვიდეოს საშუალო ან კარგი ხარისხით დაკვრა, ეს ძალიან კარგი ფუნქციაა მომხმარებლებისთვის რომელთაც ნელი ინტერნეტი აქვთ, ამის გაკეთება თქვენს სახელზე დაჭერით შეგიძლიათ

პარამეტრები

 

ეწვიეთ Cantio-ს

 
მემგონი Cantio მუსიკის მოსასმენად სხვა საიტების ძალიან კარგი ალტერნატივაა, თქვენ რას ფიქრობთ?🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: