როგორ დავიბრუნოთ ძველი სასაუბრო ფეისბუქზე

ცოტა ხნის კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზა ფეისბუქმა, ამ სიახლის შედეგად სასაუბრომ გადაინაცვლა გვერდითა ზოლში და იქ ნაჩვენებია თქვენი ყველა მეგობარი, მათ შორის ისინიც ვინც ქელში არ არიან. თუ არ მოგწონთ ახალი სასაუბრო, უკვე არსებობს სკრიპტი რომელიც დაგეხმარებათ🙂

სკრიპტის შემქმნელი არის Enzyme და სკრიპტს ეწოდება Facebook Sidebar Chat Reversion. სკრიპტი ახალ სასაუბროს მაქსიმალურად ამგვანებს ძველს. ის სიიდან შლის ხაზზე არ მყოფ მეგობრებს და გიჩვენებთ მხოლოდ ხაზზე მყოფ და უმოქმედო მეგობრებს. მისი ფუნქციების სრული სია:

– გიჩვენებთ ქსელში მყოფ/უმოქმედო ყველა მეგობარს
– გიჩვენებთ მხოლოდ ქსელში მყოფ/უმოქმედო მეგობრებს (არ გიჩვენებთ ქსელიდან გასულ მეგობრებს).
– მეგობრებს ალაგებს სახელების მიხედვით
– აჯგუფებს მეგობრებს ქსელში ყოფნის და უმოქმედობის მიხედვით.
– როდესაც სასაუბრო გახსნილია გიჩვენებთ ქსელში მყოფი/უმოქმედო მეგობრების საერთო რიცხვს.
– გიჩვენებთ ქსელში მყოფი მეგობრების სიას მარცხენა მხარეს, რომელიც ხილულია მაშინაც კი როცა სასაუბროს დიალოგი გახსნილია.
– სასაუბროს გახსნისას გვერდი ინარჩუნებს ძველ ფორმას.
– სასაუბროს თავში მყოფი ზოლი ხურავს მენიუს.
– მუშაობს როგორც HTTP, ასევე HTTPS გვერდებზე.
– მეგობრების მოძებნა კვლავ შესაძლებელია.
– ქსელში ყოფნა/გასვლა კვლავ შესაძლებელია.
– სრულად მხარდაჭერილია Firefox და Google Chrome.

შეგიძლიათ სურათზე იხილოთ თუ რას აკეთებს ეს სკრიპტი:

სკრიპტის დასაყენებლად ფაიერფოქსზე, პირველ რიგში თქვენ უნდა დააყენოთ Greasemonkey და შემდეგ დააჭიროთ Install-ს

ქრომზე კი უბრალოდ დააჭირეთ Install-ს და დაყენდება.

დაყენება: Facebook Sidebar Chat Reversion

თუ მოგეწონათ ეს პოსტი გავრცელეთ ბლოგი და დაალაიქეთ ის ფეისბუქზე

    • Sunshine
    • July 23rd, 2011

    uninstall როგორ გავუკეთოთ?
    მომეწონა❤

    • რომელ ბრაუზერზე გიყეენია?🙂

    • giorgi
    • July 23rd, 2011

    me dzveli chati mak😀

  1. აააააა, რამააგრია. როგორც იქნააა. ^^

  2. ოპერაზე საერთოდ არ ყენდება თუ სრულად არ არის მხარდაჭერა და შეფერხებით მუშაობს?

    • Lu
    • July 24th, 2011

    vaimeee, ra bednierebaaa, didi madloba, movsinjav dgesve

  3. ee ver davvayenee :(((

  4. უბრალოდ რატომ გაგვიკეთა მარკმა ეს ;დ

    • inga
    • July 24th, 2011

    is dzveli mainc yvelas jobda rato shecvales raaris es

  5. rogoorr unda daavaayeenoo ?

  6. au es ra chavrte axals viyavi michveuli aasworebada is axali es ar momwons rogo rdavabruno isev isee xom ar icit ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: