მოარგეთ ფეისბუქის დიზაინი საკუთარ გემოვნებას


ფეისბუქზე გახშირდა დიზაინში ცვლილებების შეტანის შემთხვევები რომლებიც ძალიან ბევრ მომხმარებელს არ მოსწონს. ქრომის მომხმარებლებისთვის ამის შეცვლა ძალიან მარტივია გაფართოება “Minimalist for Facebook-ის” საშუალებით

გაფართოების დასაყენებლად გადადით ამ გვერდზე დააჭირეთ ღიალკს “Install” მისი დაყენების შემდეგ მისამართების ზოლში გაჩნდება ხატულა (ეს ხატულა გამოჩდნება მხოლოდ ფეისბუქზე ყოფნისას).

გაფართოება დაყენების შემდეგ არაფერს არ შეცვლის, ცვლილებების გასაკეთებლად თქვენ უნდა გადახვიდეთ პარამეტრების გვერდზე. პარამეტრების გასახსნელად საჭიროა დააწკაპუნოთ ხატულაზე და აირჩიოთ ღილაკი “Opions”

პარამეტრების გვერდი არის ძალიან კარგად მოწყობილი. იმის გასარკვევად თუ რას აკეთებს თითოეული ფუნქცია გადაატარეთ ზედ მაუსი და გამოჩნდება სურათი სადაც წითლად არის მონიშნული თუ რა შეიცვლება.

დიზაინში ცვლილებების შეტანის გარდა Minimalist for Facebook-ს ასევე აქვს რამდენიმე ძალიან კარგი ფუნქცია მაგალითად, სრული თარიღის ჩვენება და ფოტოს სრული ზომით ჩვენება მაუსის გადატარებისას.

ეს ყველაფერი არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი პარამეტრების შეტანა/გამოტანა
პარამეტრების გამოსატანად/შესატანად:

  1. გადადით მენიუში “Import/Export
  2. დააწკაპუნეთ ღილაკს “Export
  3. სრულად დააკოპირეთ გამოტანილი ტექსტი
  4. პარამეტრების შეატანად სხვა ქრომზე, გადადით მენიუში “Import/Export
  5. ჩასვით წინაზე დაკოპირებული ტექსტი იგივე ველში
  6. დააწკაპუნეთ ღილაკს “Import

რაიმეს “არევის” შემთხვევაში თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ საწყის პარამეტრებს და ახლიდან განაგრძოთ ჩხირკედელაობა😀

იმისათვის რომ სრულყოფილად დაინახოთ გაფართოების შესაძლებლობები გავაკეთოთ შედარება. ჩემი ფეისბუქი გაფართოების გარეშე:

და გაფართოების პარამეტრების დაყენების შემდეგ:

მაუსის გორგოლაჭის დატრიალებისას ზედა, მარცხენა და მარჯვენა ზოლი ადგილზე რჩება, მოძრაობს მხოლოდ საიხლეების ზოლი. ნაჩვენებია სრული თარიღი და მაუსის გადატარებაზე ხდება სურათის გაშლა.

შენიშვნა: ფეისბუქის ახალი ცვლილებების (ვიდეო-სასაუბროს დამატება, წერილების ახალი სისტემა) გამო შესაძლოა გაფართოების ყველა პარამეტრმა არ იმუშაოს.

თუ მოგწონთ სურათზე ნაჩვენები დიზაინი გაფართოების პარამეტრებში შეიტანეთ ეს ტექსტი

Minimalist for Facebook-ის დაყენება

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: