როგორ ბლოკავს ISP საიტებს და რაში გვეხმარება Google DNS

რამდენიმე დღის წინ ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინეს😀, მათ დაბლოკეს ტორენტ და ვარეზ საიტები ფილმ “აგვისტოს 5 დღის” გავრცელების გამო. მართალია ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია მაგრამ გადავწყვიტე ორი სიტყვა დამეწერა თუ როგორ ხდება მათ მიერ საიტების დაბლოკვა.

რა არის DNS დაბლოკვა?

DNS დაბლოკვა დაბლკვა ან გაფილტვრა არის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდე რათა რომელიმე საიტზე შესვლა აიკრძალოს. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია:

ყველა ვებ-საიტი დაჰოსტილია ვებ სერვერზე რომელსაც აქვს IP მისამართი. მაგალითად, Facebook-ის IP მისამართი არის 69.63.189.16. თუ ამ ციფრებს თქვენი მისამართის ზოლში ჩაწერთ, თქვენ მოხვდებით Facebook-ზე. შეგიძლიათ ცადოთ – http://69.63.189.16/.

თუმცა, IP მისამართები არ არიან ადვილად დასამახსოვრებლები და მომხმარებლებს პრობლემებს უქმნის. ალბათ დამეთანხმებით რომ უფრო მარტივია დაიმახსოვრო facebook.com ვიდრე 69.63.189.16. ამიტომ ინტერნეტის შემქმნელებმა შექმნეს სატელეფონო წიგნაკი სახელად Domain Name System, ანუ DNS.

DNS დომეინ სახელებს თარგმნის IP მისამართებად ამიტომ თქვენ არ გიწევთ ციფრების დამახსოვრებაზე წვალება. ყველა ინტერნეტ პროვაიდერს აქვს თავისი DNS სერვერები რომლებიც ამ პრივაიდერის ინტერნეტ მომხმარებლებისთვის მუშაობენ როგორც სატელეფონო წიგნაკები.

როდესაც თქვენს ბრაუზერში ჩაწერთ ვებ-საიტის მისამართს, თქვენი ბრაუზერი ეკითხება თქვენი პროვაიდერის სატელეფონო წიგნაკს თუ რა IP მისამართს იყენებს ეს ვებ-საიტი. IP მისამართის გარკვევის შემდეგ ხდება საიტის ჩატვირთვა.

DNS დაბლოკვისას, პროვაიდერი თავისი სატელეფონი წიგნაკიდან უბრალოდ შლის ჩანაწერს დაბლოკილი საიტის შესახებ. ასე რომ როდესაც თქვენ შეეცდებით დაბლოკილი საიტის ჩატვირთვას, თქვენ ვერ მოახერხებთ ამ საიტზე შესლას იმიტომ რომ თქვენი ბრაუზერი ვერ გაარკვევს თუ რა IP მისამართს იყენებს ეს საიტი.

DNS დაბლოკვის თავიდან აცილების სამი გზა

1. სხვა DNS სერვერის / სატელოფონი წიგნაკის გამოყენება

რას გააკეთებთ როდესაც თქვენს სატელეფონი წიგნაკში არ არის ნომერი რომელსაც ეძებთ? თქვენ გამოიყენებთ სხვა სატელეფონო წიგნაკს!

თქვენი ISP-ს გარდა, სხვა ორგანიზაციებიც გვთავაზობენ DNS სერვერებს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა Google. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენს კომპიუტერს რომ მიმართოს Google-ს DNS სერვერებს – 8.8.8.8 და 8.8.4.4 – ამის შემდეგ თქვენ წესით უნდა შეძლოთ დაბლოკილ საიტებზე შესვლას (თუ Google-საც დაბლოკილი არ აქვს ეს საიტები).

Google-ს დეტალურად აქვს აღწერილი თუ როგორ უნდა უთხრათ თქვენს Windows, Mac ან Linux კომპიუტერს რომ გამოიყენოს მათი DNS.

2. პროქსი სერვერის გამოყენება

პროქსი სერვერი არის სერვერი რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, და იღებს რომელიმე საიტზე დაკავშირების თქვენს მოთხოვნებს. ის ახერხებს DNS ბლოკის თავიდან აცილებას რადგან პროქსი სერევრი არ იქნება დამოკიდებული თქვენი ლოკალური ISP-ს DNS სერვერებზე.

პროქსის გამოყენების უარყოფითი მხარეებიც აქვს, მისი გამოყენების დროს თქვენი პაროლები, ფუნთუშების ინფორმაცია და ა.შ მოგზურობს შუამავლის გამოყენებით. ამიტომ თუ პროქსის ფაილების გასაზიარებელ საიტებზე შესასვლელად იყენებთ, უსაფრთხოება დიდად მაინც არ უნდა გადარდებდეთ😀.

3. VPN-ს გამოყენება

VPN არის უსაფრთხო კავშირი თქვენი კომპიუტერიდან სხვა კომპიუტერთან ან სერვერთან. მისი მუშაობის პრინციპი ძალიან გავს პროქსი სერვერს მაგრამ პროქსისთან შედარებით ეს მეთოდი უფრო დაცულია. არსებობს რამდენიმე უფასო VPN მომსახურება რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ დაბლოკილ საიტებზე შესასვლელად, ერთ ერთი ასეთია Hotspot Shield.

    • vaxushti13
    • September 3rd, 2011

    ეეე.. ამ გუგლის ახსნაში წესივრად ვერ გავიგე ვერაფერი(ინგლისური ენის არ ცოდნის გამო)

    preferred DNS server (აქ 8.8.8.8)
    alternate DNS server (აქ 8.8.4.4)

    ამათში მარტო ესენი უნდა ჩავწერო და მორჩა??? (ესენი Internet protocol Version 4 შია ბოლოში )

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: