Sublight – საუკეთესო გზა სუბტიტრების მოსაძიებლად

Sublight

Sublight არის უფასო პროგრამა Windows-ისთვის რომელიც საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ და ჩამოტვირთოთ სუბტიტრები თვენი ფილმებისთვის. მას აქვს ძალიან მარტივი ინტერფეისი და საშულაბეას გაძლევთ რომ თქვენს ფილმებს სუბტიტრებით მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებაში უყუროთ. ის ძალიან გამოადგება გამოუცდელ მომხმარებლებს, ყრუ  მომხმარებლებს და რა თქმა უნდა ისეთ ადამიანებს რომელთაც არ უნდა ძვირფასი დროის დაკარგვა სუბტიტრების ხელით ძებნისას.

1 – როგორ მოვძებნოთ და ჩამოვტივრთოთ სუბტიტრები Sublight-ით?

ეს არის ძი­რი­თა­დი ნაბიჯები თუ როგორ უნდა ჩამოვტივრთოთ სუბტიტრი თქვენი ვიდეო ფაილისთვის Sublight-ის გამოყენებით.

I ნაბიჯი: დააწკაპუნეთ ღილაკს  "არჩევა..." რომელიც გახსნის ფანჯარას სადაც შეგიძლიათ თქვენი ვიდეო ფაილის არჩევა.
II ნაბიჯი: მოძებნეთ საქაღალდე სადაც თქვენი ვიდეო ფაილია და გახსენით ფაილი.

I და II ნაბიჯი

III ნაბიჯი: დააწკაპუნეთ ღილაკს "სუბტიტრების ძებნა"

IV ნაბიჯი: ორჯერ დააწკაპუნეთ თქვენთვის საუკეთესო სუბტიტრს (ამის შედეგად გაეშვება თქვენი ვიდეო დამკვრელი და არჩეული სუბტიტრებიც ავტომატურად ჩაიტვირთება)
-რეკომენდებულია რომ აირჩიოთ სუბტიტრი რომელსაც აქვს ტეგი “Subtitle is linked and synchronized” (თუ ხელმისაწვდომია)
-დამატებითი პარამეტრებისთვის შეგიძლიათ მარჯვენა ღიალკით დაწკაპუნებაც

1.1 – ავტომატური ძებნა

  • დააწკაპუნეთ ჩანართზე “სუბტიტრების ძებნა”, შემდეგ ღილაკზე “არჩევა…” და აირჩიეთ ვიდეო ფაილი რომლისთვისაც სუბტიტრის მოძიება გსურთ
  • თუ მოხდა ვიდეოს სათაურის დადგენა თქვენ შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ორი ღილაკიდან ერთ-ერთს (არასავალდებულო):
    • “ეს სათაური სწორია.” (მწვანე თოლია) ან
    • “ეს სათაური არ არის სწორი.” (თუ სათაური ვერ იქნა სწორად დადგენილი გთხოვთ გადადით ნაბიჯზე “1.2 – ხელით ძებნა”)
  • თუ სათაური ვერ იქნა სწორად დადგენილი გთხოვთ გადადით ნაბიჯზე “1.2 – ხელით ძებნა”
  • დააწკაპუნეთ ღიალკზე “სუბტიტრების ძებნა”
  • ორჯერ დააწკაპუნეთ სიიდან ერთ-ერთ სუბტიტრზე და მოხდეაბ თვენი ვიდეო დამკვრელის ჩართვა (სუბტიტრი ავტომატურად ჩაიტვირთება)

ავტომატური ძებნა

1.2 – ხელით ძებნა

  • დააწკაპუნეთ ჩანართზე “სუბტიტრების ძებნა”
  • შეიყვანეთ ფილმის სათაური (დამატებით თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ გამოშვების წელი, სეზონი და ეპიზოდი)
  • დააწკაპუნეთ ღიალკზე “სუბტიტრების ძებნა”
  • ორჯერ დააწკაპუნეთ სიიდან ერთ-ერთ სუბტიტრზე (მოხდება სუბტიტრების შენახვა თქვენს ლოკალური დისკზე)

ხელით ძებნა

1.3 – ავტომატური და ხელით ძებნის კომბინაცია

თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოახდინოთ  1.1 და 1.2 ნაბიჯში ახსნილი მეთოდების კომბინირება. დამატებით თქვენ შეგიძლიათ გაასუფთავოთ შედეგების სია “შედეგების გაფილტვრის” პარამეტრის ჩართვით:

შედეგების გაფილტვრა

2 – დაკავშირებული სუბტიტრები

დაკავშირებული სუბტიტრები არიან სუბტიტრები რომლებიც Sublight-ის სხვა მომხმარებლების მიერ დაკავშირებულნი არიან ვიდეო ფაილთან. წესით ისინი უნდა იყვნენ სინქრონირებული თქვენ ფაილთან.

 შენიშვნა: 
  • დაკავშირებული სუბტიტრები გამოჩნდება მხოლოდ ავტომატური ძებნის გამოყენებისას.
  • შესაძლებელია მხოლოდ ძირითად ბაზაში მყოფი სუბტიტრების დაკავშირება

Image

2.1 ახალი ბმულის შექმნა (როდესაც თქვენი ფილმი სრულაიდ სინქრონირებულია არჩეულ სუბტიტრთან)

როდესაც გამოიყენებთ ავტომატურ ძებნას და ჩამოტვირთავთ (დაუკავშირებელ) სუბტიტრს. თუ სუბტიტრი არ იყო სინქრონირებული თქვენს ვიდეო ფაილთან, დაბრუნდით Sublight-ში და აირჩიეთ სხვა სუბტიტრი. როდესაც აღმოაჩენთ სინქრონირებულ სუბტიტრს, მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ სუბტიტრზე და აირჩიეთ “სუბტიტრის დაკავშირება ვიდეო ფაილთან”. ამით თქვენ ეხმარებით სხვა მომხმარებლებს სინქრონირებული სუბტიტრების უფრო მარტივად პოვნაში. ყოველ მართებულ ლინკზე თქვენ მიიღებთ ქულებს. (ამისათვის თქვენ იყოთ სისტემაში შესული).

Creating new subtitle link

2.2 სინქრონირებული სუბტიტრის დადასტურება

როდესაც დაკავშირებულ სუბტიტრს ჩამოტვირთავთ და ფილმის ყურებისას დარწმუნდებით რომ სუბტიტრი სინქრონირებული იყო ვიდეო ფაილთან, მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ სუბტიტრზე და აირჩიეთ “Valid link”.

Confirming synchronized subtitle

2.3 არასინქრონირებული სუბტიტრის შეტყობინება

თუ დაკავშირებული სუბტიტრი არ არის სინქრონირებული თვენს მიერ არჩეულ ვიდეო ფაილთან, მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ სუბტიტრზე და აირჩიეთ “Invalid link”. სისტემა იმახსოვრებს ბმულის შეტყობინებებს და ავტომატურად შლის მათ (ის ასევე ნეგატიურ ქულებს აძლევს ლინკის შემქმნელს).

Reporting invalid subtitle link

3 – ცუდი სუბტიტრების შეტყობინება

თუ აღმოაჩენთ ცუდ სუბტიტრს, მაგალითად სუბტიტრს რომელიც განკუთვნილია სხვა ფილმისთვის ან სუბტიტრს რომელიც არ არის ნათარგმნი ადამიანის მიერ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ მოხსენება სუბტიტრზე მარჯენა დაწკაპუნებით და “მოხსენება სუბტიტრზე” პარამეტრის არჩევით:

მოხსენება სუბტიტრზე

გაიხსნება სუბტიტრის შეტყობიენბის ოსტატი სადაც შეგიძლიათ ზუსტად მიუთითოთ თუ რა არის არასწორი:

შეტყობინების ოსტატი

4 – მომხმარებლის ქულები

დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ ქულები რომლებიც ავტომატურად იმართება სისტემის მიერ. პოზიტიური ქულების მქონე მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა რომ ანონიმურ და ნეგატიური ქულების მქონე მომხმარებლებზე უფრო სწრაფად ჩამოტვირთონ სუბტიტრები.

მომხმარებლის ქულების განახლება ხდება სხვადასხვა მოქმედებების შემდეგ. მოცემულია დაანგარიშების მიმდინარე სისტემა:

მოქმედება ქულა კომენტარი
სუბტიტრის ჩამოტვირთვა -1
სუბტიტრის გამოქვეყნება +25
სუბტიტრის რედაქტირება +10
დადასტურებული სუბტიტრი +25
წაშლილი სუბტიტრი -100
ფილმის დამატებული ბმული +5 მიღება ხდება მას შემდეგ როცა მომხმარებლები დაადასტურებენ ბმულის მართებულობას
ფილმის წაშლილი ბმული -10

4.1 – როგორ მივიღო ქულები?

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ქულები როცა:

  • გამოაქვეყნებთ ახალ სუბტიტრს
  • დაარედაქტირებთ არსებულ სუბტიტრს
  • დააკავშირებთ სუბტიტრს ფილმთან
  • შეიძენთ მათ (100 ქულა მხოლოდ 1 ევრო ღირს)
  • სხვა სახის დახმარება (გთხოვთ დაგვიკავშირდით)

4.2 – შეზღუდევები სუბტიტრების ჩამოტვირთვისას

ანონიმურ მომხმარებლებს და დარეგისტრირებულ მომხმარებლებს რომელთაც აქვთ ნეგატიური ქულები აქვთ გარკვეული შეზღუდვები სუბტიტრების ჩამოტვირთვისას:

  • შესაძლოა მოხდეს სუბტიტრის ჩამოტვირთვის მოთხოვნის უარყოფა (თუ რამდენიმეჯერ ხდება ერთი და იგივე სუბტიტრის ჩამოტვირთვა)
  • ჩამოტვირთვა არ არის მყისიერი.

4.3 – მომხმარებლის ქულებზე დაკვირვება

თუ გსურთ რომ იხილოთ თქვენი ქულების უკანასკნელი ცვილებები, დააწკაპუნეთ “პროფილი/მომხმარებლის შესახებ/მომხმარებლის ჟურნალი”:

შენიშვნა: 
  • ეს პარამეტრი ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის (რეგისტრაცია არის მარტივი და უფასო)


მომხმარებლის ქულები

5 – სუბტიტრების გამოქვეყნება

5.1 – ახალი სუბტიტრების გამოქვეყნება

ახალი სუბტიტრების გამოქვეყნება მარტივია. უბრალოდ შეავსეთ ყველა საჭირო ველი (ქვედა სურათში წითელი ფიფქით მონიშნული ველები).
სუბტიტრები შეიძლება გამოქვეყნდეს ტექსტურ დოკუმენტად ან შეკუმშული (.rar და .zip).

შენიშვნა:

  • ეს პარამეტრი ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის (რეგისტრაცია არის მარტივი და უფასო)

სუბტიტრის გამოქვეყნება

5.2 - გამოქვეყნებული სუბტიტრის დეტალების დარედაქტირება (შეცდომების შესწორება)

თუ სუბტიტრის გამოქვეყნებისას დაუშვით რაიმე შეცდომა (მაგალითად არასწორად შეიყვანეთ ეპიზოდის ნომერი) თქვენ მარტივად შეგიძლიათ მისი შესწორება. უბრალოდ ორჯერ დააწკაპუნეთ სუბტიტრზე რათა გახსნათ სუბტიტრების თვისებები, დაარედაქტირეთ ველები (თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ მხოლოდ ლურჯად მონიშნული ველები) და დააწკაპუნეთ ღილაკზე "შენახვა".
შენიშვნა:

  • თავიანთი სუბტიტრების რედაქტირება შეუძლიათ მხოლოდ სუბტიტრების გამომქვეყნებლებს (და ადმინისტრატორებს)სუბტიტრის რედაქტირება

6 – ცხელი კლავიშები

გლობალური

  • F1 – აჩვენებს დახმარების გვერდს
  • ALTHOME – ხსნის Sublight-ის მთავარ გვერდს
  • CTRLSHIFTD – ხსნის გამართვის ფანჯარას

სუბტიტრების ძებნის გვერდი

  • SHIFT + ღილაკი “სუბტიტრების ძებნა” – ეძებს სუბტიტრებს ყველა წყაროდან
  • არჩეული სუბტიტრი + F4 – სუბტიტრის თვისებები
  • არჩეული სუბტიტრი + F6 – სუბტიტრის გადახედვა
  • არჩეული სუბტიტრი + CTRLN – აჩვენებს .NFO-ს (ინფორმაცია ფილმის შესახებ)
  • CTRLSPACE – გირჩევთ ფილმის სათაურს.

ჩანართი “ნახვა”

  • არჩეული სუბტიტრი + F4 – სუბტიტრის თვისებები
  • არჩეული სუბტიტრი + F6 – სუბტიტრის გადახედვა
  • არჩეული სუბტიტრი + CTRLN – აჩვენებს .NFO-ს (ინფორმაცია ფილმის შესახებ)
  • F5 – სიის განახლება

7 – გარე ბიბლიოთეკები და მონაწილეები

8 – ხშირად დასმული კითხვები (ხ.დ.კ.)

  • რომელი სისტემაა საჭირო Sublight-ის გასაშვებად?
    • Windows 2000 / XP / 2003 / Vista / 2008 / Windows 7
    • Microsoft .NET Framework v2.0 ან უკეთესი
    • კავშირი ინტერნეტთან
  • რაში გჭირდებათ ჩემი ელ-ფოსტა Sublight-ის მომხმარებლის რეგისტრაციის დროს?
    • იმისათვის რომ დაგეხმაროთ დავიწყებული პაროლის გახხსენებაში. ელ-ფოსტა ასევე გამოიყენება ფულადი შეწირულობის დადასტურებისთვის. თუ ესენი არ გჭირდებათ შეგიძლიათარასწორი მისამართი გამოიყენოთ.
      გთხოვთ გაითვალისწინოთ: ელ-ფოსტის მისამართი არ იქნება მიყიდული გარე პირებზე. ისინი უსაფრთხოედ შეინახებიან დაშიფრულ ფორმატში და გამოყენებულ იქნებიან მხოლოდ Sublight-ის მიერ. ელ ფოსტა არ იქნება გამოყენებული არასაჭირო წერილების (სპამის) გასაგზავნად.
  • როდის წაიშლება ჩემი Sublight მომხმარებლის სახელი?
    • თუ სისტემაში არ შეხვალთ ერთი წელი ან მეტი
    • თუ დაარეგისტრირებთ რამდენიმე ანგარიშს
    • თუ არ იცავთ წესებს და არ ემორჩილებით ადმინისტრატორის გაფრთხილებებს
  • როგორ გამოვაქვეყნო რამდენიმე დისკიანი ფილმის სუბტიტრები?
    • სუბტიტრები რამდენიმე დისკიანი ფილმებისთვის უნდა გამოქვეყნდეს ერთად. თუ რამდენიმე სუბტიტრი დაარქივებულია ერთ ფაილად (zip ან rar) უბრალოდ აირჩიეთ ეს არქივი. თუ სუბტიტრი არის ტექსტურ ფორმატში (sub, srt, …) მაშინ უბრალოდ აირჩიეთ პირველი სუბტიტრი, შემდეგ ხაზში აირჩიეთ მეორე სუბტიტრი, და ა.შ.. თუ თქვენ არ დაემორჩილებით წესებს და გამოაქვეყნებთ სუბტიტრებს ცალ-ცალკე, თქვენი სუბტიტრები წაიშლება და თქვენ მიიღებთ ნგატიურ ქულებს.
  • შემიძლია ჩემი სუბტიტრის წაშლა?
    • დიახ, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი სუბტიტრი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ თქვენ დაგაკლდებათ ქულები (იმიტომ რომ გამოქვეყნებისას მიიღეთ ქულები).
  • სუბტიტრების რომელი მონაცემთა ბაზებია ოფიციალურად მხარდაჭრილი?
    • sublight.si(ძირითადი მონაცემთა ბაზა)
    • podnapisi.net(ჩადგმული მოდულით)
    • divx-titlovi.com(ჩადგმული მოდულით)
    • allsubs.org(ჩადგმული მოდულით)
    • divxfinland.org(ჩადგმული მოდულით)
    • subdivx.com(ჩადგმული მოდულით)


  • რა არის ძირითადი მონაცემთა ბაზა? 
  • ძირითადი მონაცემთა ბაზა არის Sublight-ის მშობლიური მონაცემთა ბაზა რომელიც გთავაზობთ შემდეგ ფუნქციებს:
    • სუბტიტრების დეტალების ნახვა
    • სუბტიტრების გადახედვა
    • სუბტიტრების მიბმა ფილმზე
    • შეფასება/შეტყობინება
    • სუბტიტრების გამოქვეყნება
    • სუბტიტრების რედაქტირება
    • ა.შ.
    • Sublight-ს ასევე აქვს დამატებითი მონაცემთა ბაზების მხარდაჭერია მოდულების გამოყენებით მაგრამ მათ აქვთ ნაკლები ფუნქციები:
      • სუბტიტრების მოძებნა და ჩამოტვირთვა (პირდაპირი ჩამოტვირთვის მოდული)
      • სუბტიტრების მოძებნა და არაპირდაპირი ჩამოტვირთვა ვებ ბრაუზერის გამოყენებით (არაპირდაპირი ჩამოტვირთვის მოდული)
  • ზოგ სუბტიტრზე არ მუშაობს ფუნქცია “ვიდეოს სუბტიტრით დაკვრა”. რატომ?
    • ზოგიერთ მოდულს არ აქვს სუბტიტრის პირდაპირ ჩამოტვირთვის მხარდაჭერა. თქვენ უნდა აირჩიოთ “სუბტიტრის ჩამოტვირთვა” ამის შემდეგ გაიხსნება თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი და ავტომატურად გადახვალთ ჩამოსატვირთ ბმულზე.
  • შემიძლია Sublight-ის საწყისი კოდის მიღება?
    • არა
  • აპირებთ Sublight-ის პორტირებას Linux-ისთვის?
    • ეს არ არის დაგეგმილი.
  • შემიძლია მივიღო ჩადგმული მოდულების საწყისი კოდი?
    • დიახ
  • შემიძლია შევქმნა ჩემი საკუთარი კლიენტი?
    • დიახ. API გასაღების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით.
  • Sublight არ ირთვება. რა ვქნა?
    • დაინსტალირებული გაქვთ Microsoft .NET Framework v2.0 ან უკეთესი?
    • შესაძლოა დაყენების თქვენი ფაილი დაზიანებულია. წაშალეთ Sublight, ჩამოტვირთეთ ის ხელახლა (Sublight-ის ჩამოტვირთვა) და დააყენეთ.
  • მე მინდა რომ გადავთარგმნო Sublight ახალ ენაზე. როგორ გავაკეთო ეს?
    • გთხოვთ დაგვიკავშირდით
  • მე აღმოვაჩინე შეცდომა. რა გავაკეთო?
    • გთხოვთ დაგვიკავშირდით და მას შეძლებისდაგვარად სწრაფად მოვაგვარებთ.

პროგრამის ჩამოტვირთვა

ჩამოტივრთვა
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: